მთავარიბრიუსელის ბიუროჯოზეფ ბორელი: კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ, საქართველოს კანდიდატის სტატუსი ავტომატურად მიენიჭება

ჯოზეფ ბორელი: კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ, საქართველოს კანდიდატის სტატუსი ავტომატურად მიენიჭება

ქართველებს ახლა აქვთ მკაფიო გზა, შესასრულებელი საქმეები, განრიგი, გააგრძელეთ ამაზე მუშაობა, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ახლა მათ აქვთ მკაფიო გზა, ახლა მათ აქვთ შესასრულებელი საქმეები, აქვთ განრიგი, ასე რომ ეს არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი. ასე რომ, გააგრძელეთ ამაზე მუშაობა, თქვენ კარგ გზაზე დგახართ“, – განაცხადა ბორელმა.

კითხვაზე, მიიღებს თუ არა საქართველო კანდიდატის სტატუსს, როდესაც ქვეყანა კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს, ჯოზეფ ბორელმა უპასუხა, რომ “ნამდვილად ასე იქნება“.

„ნამდვილად. როდესაც ეს კრიტერიუმები დაკმაყოფილდება, კანდიდატის სტატუსის მინიჭება ავტომატურად მოხდება“, – აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.

დღეს, 23 ივნისს ბრიუსელში ევროკავშირის წვერი სახელმწიფოს ლიდერთა სამიტი იმართება, რომელზეც საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირის წევრობის განცხადებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend