კატეგორიები

მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის ფაქტზე გამოძიება საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაიწყო

მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის ფაქტზე გამოძიება საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო. შესაბამისი განცხადება პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა.

მათივე განმარტებით, იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით, სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების მიზნით, მიხეილ სააკაშვილი მოთავსდა შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში.

 

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები