კატეგორიები

ჰონგ-კონგში „სანთლების აქციის“ ორგანიზატორებს ბრალი წაუყენეს

ჰონგ-კონგში „სანთლების აქციის“ ორგანიზატორებს ბრალი წაუყენეს

ჰონგ-კონგის პოლიციამ უსაფრთხოების კანონის დარღვევის გამო  ბრალი წაუყენა „სანთლების აქციის“ ორგანიზატორებსა და მათ 3 ლიდერს. ყოველწლიური „სანთლების აქცია“ 1989 წლის ტიანანმენის მოედანზე ხალხის დარბევას უკავშირდება.

ორგანიზაცია „ჰონგ-კონგის ალიანსის“ წევრებმა ჩინეთის პატრიოტული დემოკრატიული მოძრაობის მხარდასაჭერად განაცხადეს, რომ მოძრაობის თავმჯდომარე ლი ჩეუკ-იანი, ასევე ვიცე-თავმჯდომარეები ალბერტ ჰო და ჩოუ ჰანგ ტუნგი დაკავებული არიან ძალაუფლების დამხობის მცდელობის ბრალდებით.

ლი და ჰო ამჟამად სასჯელს 2019 წელს არასანქცირებული აქციების გამართვის ბრალდებით იხდიან.

ჩოუ და დანარჩენი 4 ბრალდებული ამ კვირას დააკავეს. მათ ეროვნული უსაფრთხოების გამოძიებისთვის ინფორმაციის მიწოდების მოთხოვნის შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ.

ხუთშაბათს პოლიცია „ჰონგ-კონგის ალიანსის“ შენობაშიც შევიდა და მათ დოკუმენტები და კომპიუეტერები ჩამოართვა.

დაკავშირებული ამბები
არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და ესპანეთის ლიდერებმა ჩინეთში შეხვედრები გამართეს რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტების ვიდეოკონფერენციის შემდეგ სი ძინპინს დონალდ ტრამპიც ესაუბრა
სხვა ამბები