კატეგორიები

ჩრდილოეთ მაკედონიაში კოვიდპაციენტებისთვის განკუთვნილ ერთ-ერთ საველე ჰოსპიტალში გაჩენილ ხანძარს 10 ადამიანი ემსხვერპლა

ჩრდილოეთ მაკედონიაში კოვიდპაციენტებისთვის განკუთვნილ ერთ-ერთ საველე ჰოსპიტალში გაჩენილ ხანძარს 10 ადამიანი ემსხვერპლა

ჩრდილოეთ მაკედონიაში, პოლიციისა და ჯანდაცვის წარმომადგენლების განცხადებით,  ხანძრის დროს 10 ადამიანი გარდაიცვალა,  ბევრი კი დაშავდა. ხანძარი გაჩნდა საველე ჰოსპიტალში, რომელშიც კოვიდპაციენტებს მკურნალობდნენ.

ხანძარი ოთხშაბათს გვიან ღამით გაჩნდა დასავლეთის ქალაქ ტეტოვოში, რეგიონში, სადაც  ინფიცირების გაზრდილი  მაჩვენებლის გამო საველე ჰოსპიტალი მოეწყო.

ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, ხანძრის დროს დაშავებული მედპერსონალი და პაციენტები 45 კილომეტრის მოშორებით, აღმოსავლეთით, დედაქალაქში მდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. თუმცა პრემიერ-მინისტრმა ზორან ზაევმა ფეისბუკზე გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ხანძარს წინ აფეთქება უძღოდა.

როგორც ცნობილია, ჩრდილოეთ მაკედონიაში მოსახლეობის 30%-ზე ნაკლებია სრულად აცრილი. ქვეყანაში კი აგვისტოდან მოყოლებული  მკვეთრად გაიზარდა ინფიცირებისა და გარდაცვალების მაჩვენებელი.

დაკავშირებული ამბები
აფეთქება ერაყში ამერიკულ ბაზასთან, თეირანის გაფრთხილება და ომის პოტენციური სცენარი ანალიტიკოსების თქმით, ირანში აშშ-ის მოქმედების ბევრი ვარიანტი არ აქვს, როგორც ეს ადრე იყო
სხვა ამბები