გიორგი მამარდაშვილის მოგერიება ესპანეთის ლა ლიგაში აგვისტოში თვის საუკეთესოდ აღიარეს. ქართველმა მეკარემ ესპანეთის ჩემპიონატის პირველ ტურში “ვალენსიას” მაისურით “ხეტაფეს” წინააღმდეგ მატჩში გადამწყვეტი ბურთი აიღო და გუნდს 3 ქულა მოუტანა.
20 წლის მეკარემ “ღამურების” რიგებში მომდევნო ორი შეხვედრაც ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და გუნდს მნიშვნელოვანი ქულების მოპოვებაში დაეხმარა.
მომდევნო მატჩს “ვალენსია” “ოსასუნას” წინააღმდეგ 12 სექტემბერს გამართავს.