მთავარისპორტიმესის დებიუტი "პარი სენ-ჟერმენის" რიგებში

მესის დებიუტი “პარი სენ-ჟერმენის” რიგებში

ლიონელ მესის დებიუტი “პარი სენ-ჟერმენის” მაისურით “რეიმსის” წინააღმდეგ მატჩში შედგა. საფრანგეთის ლიგა ერთის მეოთხე ტურში პარიზელები “რეიმსს” ეწვივნენ და 2:0 დაამარცხეს.

ორივე გოლი ახალგაზრდა ფრანგმა შემტევმა, კილიან მბაპემ გაიტანა. მესი მატჩში 66-ე წუთზე ჩაერთო.

არგენტინელმა მისი ყოფილი და უკვე ახალი თანაგუნდელი, ნეიმარი შეცვალა.

“პარი სენ-ჟერმენმა” საფრანგეთის ჩემპიონატის პირველი ოთხი თამაშიდან ოთხივე მოიგო, მომდევნო მატჩს კი 12 სექტემბერს, “კლერმონის” წინააღმდეგ გამართავს.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:51

Sony World Photography Awards 2024

spot_imgspot_img
Send this to a friend