საქართველომ ტოკიოს ოლიმპიადაზე მეხუთე ვერცხლის მედალი მოიპოვა. 125 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი ფინალში ამერიკელი გეიბლ სტივსონთან დამარცხდა.
აღსანიშნავია, რომ გეიბლ სტივსონმა ნახევარფინალში გენო პეტრიაშვილის მთავარი მეტოქეს, თურქ ტაჰა აკგულს სძლია.
ქართველ სპორტსმენებს 8 მედალი აქვთ: 2 ოქრო, 5 ვერცხლი და 1 ბრინჯაო.