მთავარიმსოფლიოევროპაგასულ დღეებში ხმელთაშუა ზღვაზე 800-ზე მეტი მიგრანტი გადაარჩინეს

გასულ დღეებში ხმელთაშუა ზღვაზე 800-ზე მეტი მიგრანტი გადაარჩინეს

გასული დღეების განმავლობაში ხმელთაშუა ზღვაზე 800 მიგრანტი გადაარჩინეს. 2 სამაშველო ხომალდზე, „ოკეანის ვიკინგსა“ და სი ვოჩ 3-ზე“, აცხადებენ, რომ მათ ბორტზე უკვე მიგრანტთა მაქსიმალური რაოდენობაა. მოხალისეებმა ყველაზე დაძაბული მომენტიც გაიხსენეს. ისინი ხედავდნენ, როგორ იძირებოდა მიგრანტთა ნავები, ადამიანები კი წყალში ხტებოდნენ.

მიგრანტთა შორის დაახლოებით 28 ქალი და 33 არასრულწლოვანი იყო, რომელთაგან ორი მესამედი მშობლებისა და მეთვალყურეების გარეშე იმყოფებოდა.

მარსელის მიგრანტთა ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ გადარჩენილთა შორის ყველაზე მცირეწლოვანი 3 თვის ბავშვი იყო.

გერმანული სამაშველო ორგანიზაციის წარმომადგენელმა ოპერაციის დასრულების შემდეგ ტვიტერზე დაწერა, რომ მხოლოდ ერთ ადამიანს მისცეს უფლება, გემი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მისაღებად დაეტოვებინა, ასობით მიგრანტი კი ღია ზღვაში გემებზე რჩება, სანამ ე.წ. უსაფრთხო პორტში შესვლის უფლებას მისცემენ.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციით, წელს  სულ მცირე 1146 ადამიანია დაღუპული. ისინი ზღვის გადაცურვით ევროპაში გადასვლას ცდილობდნენ. თუმცა როგორც ექსპერტები აცხადებენ, ასეთი შემთხვევების რაოდენობა, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გახშირდება.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:51

Sony World Photography Awards 2024

spot_imgspot_img
Send this to a friend