21 წლის ქართველმა ძიუდოისტმა, ლაშა ბექაურმა ტოკიოს ოლიმპიადის ნახევარფინალში რუსი ძიუდოისტი, მიხაილ იგოლნიკოვი ვაზარით დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა.
ფინალში ლაშა ბექაურის მეტოქე ედუარდ ტრიპელი იქნება.
იგოლნიკოვამდე ლაშა ბექაურმა 90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში პოლონელი პიოტრ კუჩერა, ისრაელელი ლი კოჩმანი და უზბეკი დავლათ ბობონოვი დაამარცხა.