მთავარისაქართველომედიის წარმომადგენლები ვახტანგ გომელაურს პარლამენტთან დახვდებიან

მედიის წარმომადგენლები ვახტანგ გომელაურს პარლამენტთან დახვდებიან

ხვალ, 18 ივლისს 12:00 საათზე, მედიის წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტთან მაშინ შეიკრიბებიან მაშინ, როცა საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური მივა.

ამის შესახებ ჟურნალისტმა ვახო სანაიამ აქციაზე განაცხადა. მან პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა, არ ჩაკეტოს პარლამენტის შესასვლელი კარი.

„ხვალ, ამ შენობაში მოდის შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, ჩვენ ხვალ ვიკრიბებით აქ. მოვუწოდებთ პარლამენტის თავმჯდომარეს, არ გადაკეტოს საკანონმდებლო ორგანოს კარები, როგორც ეს გააკეთა წინა შემთხვევაში. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ამ სხდომაზე გამოვჩნდეთ. მინდა მივმართო ოპოზიციის წარმომადგენლებს, თქვენ უნდა იყოთ ჩვენი ხმა, იმ ტყუილებს თქვენ უნდა გაუწიოთ წინააღმდეგობა. ჩვენ 12:00 საათზე ვიქნებით საქართველოს პარლამენტთან და გაჩვენებთ რა შეგვიძლია“, – განაცხადა აქციაზე ვახო სანაიამ.

ხვალ, 18 ივლისს, შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს პარლამენტის რიგგარეშე სესიის სხდომაზე 5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით მოუსმენენ.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:51

Sony World Photography Awards 2024

spot_imgspot_img
Send this to a friend