მთავარიევროპაესპანეთიმობილური ტექნოლოგიების მსოფლიო კონგრესი ბარსელონაში

მობილური ტექნოლოგიების მსოფლიო კონგრესი ბარსელონაში

ინოვაცია წარმატების საწინდარია, განსაკუთრებით ასეთ გაურკვეველ დროს. სტარტაპი 4YFN ბარსელონაში გამართული მობილური ტექნოლოგიების მსოფლიო კონგრესის მთავარი პლატფორმაა.

პირველად ისტორიაში მთელი ყურადღება მიპყრობილია სტარტაპების ინდუსტრიაზე, კონგრესზე წარმოდგენილია 430-მეტი ბიზნესი და 300-ზე გამომსვლელი. ეს ღონისძიება წელს განსაკუთრებული იყო.

4YFN-ის დირექტორ პერე დურანის აზრით, სოციალური მეწარმეები ციფრული ეკოსისტემის სათავეში მოექცევიან.  მათ დიდი ცვლილებები ელით. ბიზნესის წარმომადგენლები და ტექნოლოგიური კომპანიების დამფუძნებლები ხედავენ იმ შესაძლებლობებს, რომლებიც კლიმატის ცვლილებასა და ციფრულ დაყოფას უკავშირდება.

პანდემიის შემდეგ უფრო აქტუალური ხდება სტარტაპები ტელემედიცინასა და ჯანდაცვის სფეროში. ფსიქიკური ჯანმრთელობის მხრივ კი, ხელოვნურ ინტელექტს უკვე საგრძნობი წინსვლა აქვს. ასეთი სტარტაპები ქმნიან ვირტუალური რეალობის პროგრამებს. ამ პროგრამების საშუალებით კი, ისინი ეხმარებიან იმ პაციენტებს, რომლებიც სხვადასხვა სახის შიშითა და ფსიქოლოგიური თუ ფსიქიკური პრობლემებით იტანჯებიან. სტარტაპ „Psious“ წარმომადგენელი ალექს ბერტი აღნიშნავს,  რომ ერთ-ერთი პროგრამა ნემსის შიშის დაძლევას ითვალისწინებს. პროფესიონალები ამ პროგრამას იმ პაციენტებისთვის იყენებენ, რომლებმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უნდა ჩაიტარონ, თუმცა ნემსის ძალიან ეშინიათ.

ერთ-ერთმა ადგილობრივმა, დამწყებმა ბიზნესმა, შექმნა ქირურგიული ქუდი კამერით, რომელიც ექიმებს ეხმარება, ადვილად გადაიღონ და ხალხს აჩვენონ ოპერაციები. ეს ძალიან სასარგებლოა  საგანმანათლებლო მიზნებისთვის.

კომპანია „რობინ კამის“ თანადამფუძნებლის ხავიერ გარიდოს თქმით, კამერა  სენსორების მეშვეობით აქტიურდება. შეხება არ შეიძლება. კამერა ხელის ახლოს მიტანით ირთვება. აქედან გამომდინარე, მხოლოდ ერთი მოძრაობითაა შესაძლებელი მისი ჩართვა და ოპერაციის გადაღება.

პანდემიის გამო ადამიანები უფრო მეტად იყენებენ ახალ ტექნოლოგიებს. ეს მათ მკურნალობაში, ძალების აღდგენასა და ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში ეხმარება.  ჯანდაცვის სფეროს საკმაოდ ბევრი სტარტაპია  წარმოდგენილი მობილური ტექნოლოგიების მსოფლიო კონგრესზე და, იმედია, ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend