კატეგორიები

„ეს თამაში არ არის“ - უნგრეთის ახლადარჩეული პრემიერის გზავნილები კიევსა და მოსკოვს

„ეს თამაში არ არის“ - უნგრეთის ახლადარჩეული პრემიერის გზავნილები კიევსა და მოსკოვს
Copyright AP
უნგრეთის ახლადარჩეული პრემიერ-მინისტრი, პეტერ მადიარი, აცხადებს, რომ დრუჟბის მილსადენი, რომელიც რუსულ ნავთობს უკრაინის გავლით ატარებს და რომელთან დაკავშირებულმა უთანხმოებამაც ბოლო თვეებში ბუდაპეშტსა და კიევს შორის ურთიერთობა კრიტიკულად დაძაბა,

უნდა აღდგეს. პარალელურად ბრიუსელი ნიადაგს ამზადებს იმისთვის, რომ უნგრეთმა ქვეყნის ყოფილი პრემიერის, ვიქტორ ორბანის მთავრობის მიერ დაწესებული ვეტო მოხსნას ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილ სესხზე.

იმ ცნობების თაობაზე, რომ უკრაინის მხრიდან ნავთობის მიწოდება 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის განბლოკვის ან ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების დაჩქარების სანაცვლოდ შესაძლოა დაუყოვნებლივ აღდგეს, მადიარმა განაცხადა, რომ „ეს თამაში არ არის“.

მისი თქმით, თუ დრუჟბის მილსადენი ნავთობის მიწოდებისთვის მზადაა, მაშინ იგი დაპირებისამებრ უნდა გაიხსნას.

ამავდროულად, მადიარი მიმართავს მოსკოვსაც და კრემლს ამ მილსადენით ნავთობის გამოშვებისკენ მოუწოდებს.

უნგრეთის მომავალი პრემიერის თანახმად, მისი პარტია ელოდა, რომ ამას შესაძლოა სულ რაღაც რამდენიმე დღე დასჭირვებოდა.

„უკრაინის პრეზიდენტს ამ გზის არჩევას არ ვურჩევდი. ამას შეეწინააღმდეგებოდა არა მხოლოდ უნგრეთი, არამედ მთელი ევროპა. უკვე შეთანხმებული პირობების ხელახლა გახსნა ევროპული საქციელი არ არის,“ — აღნიშნა მან.

მანამდე უნგრეთის ჯერ კიდევ მოქმედმა პრემიერმა, ვიქტორ ორბანმა, მიანიშნა, რომ დრუჟბის მილსადენის მეშვეობით ნავთობის მიწოდება შესაძლოა ორშაბათიდან განახლებულიყო. თუმცა არ არსებობს მტკიცებულება, რომ ნაკადები უკვე აღდგენილია.

უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, ბოლო დღეებში მილსადენის შესაძლო აღდგენასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

დაკავშირებული ამბები
„ეს თამაში არ არის“ - უნგრეთის ახლადარჩეული პრემიერის გზავნილები კიევსა და მოსკოვს ევროკომისია სერბეთისთვის 1.5 მილიარდი ევროს ფინანსური პაკეტის შეჩერებას განიხილავს