მთავარისპორტიმსოფლიო ჩემპიონი ევროპის ჩემპიონატს დაემშვიდობა

მსოფლიო ჩემპიონი ევროპის ჩემპიონატს დაემშვიდობა

საფრანგეთის ნაკრები ევრო 2020-ის მერვედფინალში შვეიცარიას დაუპირისპირდა. შეხვედრა შვეიცარიელებმა პენალტები სერიაში მოიგეს. გადამწყვეტი პენალტი კილიან მბაპეს იან ზომერმა აუღო.

ანგარიში მე-15 წუთზე ჰარის სეფეროვიჩმა გახსნა. შვეიცარიელებს უპირატესობის გაზრდის კარგი შანსი ჰქონდათ, თუმცა უგო ლორისმა რიკარდო როდრიგესის მიერ დარტყმული პენალტი მოიგერია.

57-ე წუთზე კარიმ ბენზემამ ანგარიში გაათანაბრა, 59-ზე კი ფრანგები დააწინაურა. 75-ე წუთზე პოლ პოგბამ შორეული დარტყმით მსოფლიო ჩემპიონის უპირატესობა განამტკიცა, თუმცა შვეიცარიელები არ დანებდნენ და 81-ე წუთზე სეფეროვიჩმა სხვაობა შეამცირა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი მარიო გავრანოვიჩმა წონასწორობა აღადგინა.

დამატებით დროში გოლი არ გასულა.

შვეიცარიელთა მეტოქე მეოთხედფინალში ესპანეთის ნაკრები იქნება, რომელმაც არანაკლებ სანახაობრივ და დაძაბულ მატჩში ხორვატიას 5:3 მოუგო. გამარჯვებულის ვინაობა დამატებით დროში გახდა ცნობილი.

გიორგი სანაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend