კატეგორიები

მოგზაურობა დუბროვნიკში: ლილის დიდებული ადრიატიკული თავგადასავალი

მოგზაურობა დუბროვნიკში: ლილის დიდებული ადრიატიკული თავგადასავალი
დუბროვნიკი წელიწადში მილიონზე მეტ ტურისტს იღებს.  „ევრონიუსის“ კორესპონდენტი ლილი დაუსი ეწვია დუბროვნიკს და დაათვალიერა ქალაქის ისტორიული  ნაწილი, გასინჯა ტრადიციული ხორვატული სამზარეულო და იცურა ადრიატიკის ზღვაში.

ლილის მოგზაურობა იწყება ძველ დუბროვნიკში, სადაც იგი ხვდება Rewind Croatia-ის ხელმძღვანელს ლუკშა მალოჰოჯიჩის, რათა გაისეირნოს ქვაფენილით მოკირწყლულ ქუჩებში და მოისმიონოს შუასსაუკუნეებში აშენებული დამცავი კედლების ისტორია. დუბროვნიკის ძველი ქალაქი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად ცნო 1979 წელს. გზად ლილიმ შეიტყო, თუ როგორ იცა დუბრივნილი ადრიატიკის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სავაჭრო ცენტრად. 

ამის შემდეგ ლილი მიდის  X-ADVENTURE Sea Kayaking Dubrovnik-ში, რათა კაიაკით იცუროს სანაპიროზე და ზღვიდან დაათავლიეროს დამცავი კედლები. ეს საფორტიფიკაციო კედელი ორ კილომეტრზეა გადაჭიმული და მოიცავს ხუთ ციხესიმაგრესა და 16 კოშკურას.

შემდეგ ლილიმ ისარგებლა **Sea Fun Dubrovnik-**ის მომსახურებით და ნავით მივიდა კუნძულ ლოპუდზე, რომელიც დუბროვნიკის ახლოს მდებარე ელაფიტის სამი კუნძულიდან ერთ-ერთია. ამის მერე მოინახულა ლურჯი გამოქვაბული და ადრიატიკის ზღვაში იცურა.

რესტორანში Restaurant Konoba Pjatanca ლილიმ გაიგო, თუ როგორ მზადდება ტრადიციული “პეკა”, კერძი, რომელიც ზარის ფორმის რკინის ხუფის ქვეშ მზადდება ნელ ცეცხლზე.

დუბროვნიკში ყოფნის დროს ლილი გაჩერდა  Hilton Imperial Dubrovnik-ში, ისტორიულ ხუთვარსკვლავიან სასტუმროში, რომელიც ქალაქის ისტორიული ცენტრის გარეთ მდებარეობს. ეს სასტუმრო 1897 წელს ააშენეს და ძველი ქალაქიდან ორი ფეხის ნაბიჯზეა.

მოგზაურობის ბოლოს ლილი ზიპლაინით დაეშვა Panorama Zipline Dubrovnik-ის დახმარებით, რომელიც ორი ხაიზსგან შედგება და თითოეულის სიგრძე 250 მეტრია. მიუხედავად სიმაღლის შიშისა, ლილიმ გაბედა დაშვება და ძალიან ისიამოვნა ზემოდან ქაალქისა და სანაპიროს ხედების ნახვით.

 

ავტორები: გრეგორი ვორდი და ლილი დაუსი  

დაკავშირებული ამბები
მოგზაურობა დუბროვნიკში: ლილის დიდებული ადრიატიკული თავგადასავალი მოგზაურობა აფიონყარაჰისარში - საჰაერო ბურთები, თერმული აბაზანები და ყაყაჩოს თესლით განთქმული სამზარეულო