გერმანიაში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული უკრაინის მოქალაქე დააკავეს. ვადიმ ი-დ იდენტიფიცირებული პირი გერმანიის ფედერალური სასამართლოს წინაშე წარსდგა. გამოძიებამ დაადგინა,რომ ის 2025 წლის ზაფხულიდან შუამავლის მეშვეობით კონტაქტობდა რუსეთის საიდუმლო სამსახურებთან და მას გერმანიიდან სამხედრო დაზვერვასთან,
საბრძოლო მანქანების წარმოებასთან,შეიარაღებასთან და ასაფეთქებლებთან დაკავშირებით არსებულ ინფორმაციას აწვდიდა მოსკოვს. მასთან ერთად ინფორმაციას გზავნიდა ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის დასაცავად არსებული ინსტალაციებისა თუ მათი პერსონალის შესახებ.როგორც პროკურატურაში აღნიშნნეს, ამ ინფორმაციის ნაწილი საჯაროდ ხელმისაწვდომი იყო, თუმცა სხვა ნაწილი ევროპის თავდაცვის ინდუსტრიაში მომუშავე პირებისგან იქნა მოპოვებული.
ქვეყნის ლიდერს არ აქვს ილუზია,რომ ერთი დაკავება რუსი ჯაშუშების სიას მნიშვნელოვნად შეამცირებს ქვეყანაში, თუმცა მათ წინააღმდეგ ბერილი სახელმწიფო დონეზე ინტენსიური ნაბიჯების გადადგმას აინიცირებს. მოსკოვის ჰიბრიდული შეტევები გერმანელი კანცლერისთვის ამჟამად ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს.შესაბამისად ფრიდრიხ მერცი ინტენსიური საქმიანობის გატარებას აპირებს ჯაშუშობის წინააღმდეგ ქვეყანაში.
საგულისხმოა, რომ წელს ბერლინმა რამდენიმე პირი იმავე მიზეზით დააკავა, ისინი რუსეთისა და სხვა ქვეყნების სასარგებლოდ ჯაშუშობდნენ.ყველაზე გახმაურებული კი თავად გერმანიის სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის,აუგუსტ ჰანინგის შემტხვევა იყო,რომელიც გავრცელებული ცნობებით, კლასიფიცირებულ ინფორმაციას ბაქოს აწვდიდა.
