ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩების დასკვნით დღეს 4 შეხვედრა გაიმართა.
ესპანეთის ნაკრებმა სლოვაკეთს ხუთი უპასუხო გოლი გაუტანა პლეიოიფის საგზური მოიპოვა, შვედეთმა კი პოლონეთი 3:2 დაამარცხა და E ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.
F ჯგუფის ორივე შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა. საფრანგეთი პორტუგალიას დაუზავდა, გერმანია კი უნგრეთს.
მერვედფინალში ფეხბურთის გულშემატკივარი საინტერესო დაპირისპირებებს იხილავს:
უელსი – დანია
იტალია – ავსტრია
ნიდერლანდები – ჩეხეთი
ბელგია – პორტუგალია
ხორვატია – ესპანეთი
საფრანგეთი – შვეიცარია
ინგლისი – გერმანია
შვედეთი – უკრაინა
პლეიოფის მატჩები 26 ივნისს დაიწყება.