მთავარისპორტიჰუმელსის ავტოგოლი და საფრანგეთის გამარჯვება გერმანიასთან

ჰუმელსის ავტოგოლი და საფრანგეთის გამარჯვება გერმანიასთან

ევრო 2020-ის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის ბოლო მატჩში ერთმანეთს საფრანგეთისა და გერმანიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ.

ტურნირის ერთ-ერთ საუკეთესო მატჩში გამარჯვებული საფრანგეთის ნაკრები გამოდგა. მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ბუნდესნაკრები მატს ჰუმელსის ავტოგოლით დაამარცხა. ლუკას ერნანდესის პასის შემდეგ გამოცდილმა გერმანელმა მცველმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, მანუელ ნოიერმა კი თანაგუნდელი ვერ დააზღვია.

ამავე ჯგუფში ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა, პორტუგალიამ უნგრეთი გადავსებულ “პუშკაშ არენაზე” 3:0 დაამარცხა.

ანგარიში რაფაელ გერეირომ გახსნა, რის შემდეგაც კრიშტიანუ რონალდუმ დუბლი შეასრულა და ევროპის ჩემპიონატის ყველა დროის ბომბარდირი გახდა.

რონალდუს ანგარიშზე 11 გოლია, მეორე ადგილზე კი 9 გოლით მიშელ პლატინია.

გიორგი სანაძე

უახლესი

სხვა ამბები

00:03:30
spot_imgspot_img
Send this to a friend