“ვილიარეალმა” ევროპა ლიგის ფინალში “მანჩესტერ იუნაიტედი” დაამარცხა და კლუბის არსებობის ისტორიაში პირველად გახდა ამ ჩემპიონატის გამარჯვებული.
ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა. “ვილიარელიდან” თავი ხერარდ მორენომ გამოიჩინა, წონასწორობა კი ედინსონ კავანიმ აღადგინა.
დაინიშნა პენალტების სერია, რომელიც 11-10 დასრულდა “ვილიარელის” სასარგებლოდ. გადამწყვეტ მომენტში მეკარეების დუელი გაიმართა. ხერონიმო რულიმ დავიდ დე ხეას პენალტი გაუტანა და შემდეგ ესპანელის დარტყმული მოიგერია.
უნაი ემერიმ ევროპა ლიგა მეოთხედ მოიგო. “ვილიარეალის” მთავარმა მწვრთნელმა ეს 3-ჯერ “ვალენსიასთან” ერთად გააკეთა.
გიორგი სანაძე