მთავარიამერიკააშშჯორჯ ფლოიდის დაღუპვიდან ერთი წელი გავიდა

ჯორჯ ფლოიდის დაღუპვიდან ერთი წელი გავიდა

ასობით მოქალაქე და აქტივისტი იმ სასამართლოს შენობის წინ შეიკრიბა, რომელშიც დერეკ შოვინის საქმე განიხილებოდა.

ჯორჯ ფლოიდის ადვოკატი ბენ კრამპის განცხადებით 2020 წლის 25 მაისს მინეაპოლისში რაღაც შეიცვალა.

“25 მაისმა ამერიკელი ხალხი გამოაცოცხლა, არა მარტო ამერიკელი, არამედ ხალხი მთელი მსოფლიოს მასშტაბით“, -თქვა ჯორჯ ფლოიდის ადვოკატ ბენ კრამპმა.

შეკრებილ საზოგადოებას ჯორჯ ფლოიდის დამ მიმართა.

 
„როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ჯორჯისთვის სამართალი აღდგა, ეს ნიშნავს, რომ სამართალი იმ დაზარალებულებისთვისაც აღდგა, რომელთა საქმეებიც გახმაურებული არ იყო“, – თქვა მიმართვაში ჯორჯ ფლოიდის დამ

სამშაბათს ფერადკანიანი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებიდან 1 წელი გადის.

ის მინეაპოლისის ყოფილი პოლიციელის დერეკ შოვინის მიერ დაკავებისას დაიღუპა, როდესაც პოლიციელი კისერზე მუხლს აჭერდა, ფლოიდს კი სუნთქვა აღარ ჰყოფნიდა.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:51

Sony World Photography Awards 2024

spot_imgspot_img
Send this to a friend