მთავარიაზიაისრაელისამ დღეში ისრაელში 5 და ღაზის სექტორში 30 ადამიანი დაიღუპა

სამ დღეში ისრაელში 5 და ღაზის სექტორში 30 ადამიანი დაიღუპა

ისრაელმა ქალაქ ლოდში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა – სარაკეტო თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა.

პალესტინელების განცხადებით, მათ 130 რაკეტა ისროლეს თელ-ავივის მიმართულებით მას შემდეგ, რაც ისრაელმა საჰაერო იერიში მიიტანა ღაზის სექტორზე.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ტერორისტულ დაჯგუფებებს ისრაელის წინააღმდეგ თავდასხმა ძვირად დაუჯდებათ.

,,ჰამასი და ისლამური ჯიჰადი პასუხს აგებენ ყველაფრისთვის, და მათ ძალიან ძვირად დაუჯდებათ ისრაელზე თავდასხმები’’, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმები იმდენად ინტენსიური იყო, რომ ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემა დროდადრო გადატვირთული იყო.

ტერორისტული დაჯგუფება ,,ჰამასის” ლიდერის განცხადებით, ისინი მზად არიან ყველაფრისათვის ,თუკი ისრაელი მოახდენს ძალადობის ესკალაციას.

 

,,თუკი ისრაელს სურს სიტუაციის ესკალაცია, ან პირიქით,  თუკი მათ სურთ ამ ყველაფრის შეწყვეტა, ჩვენ მზად ვართ. თუკი ისრაელი გადაწყვეტს იერუსალიმი მთლიანად ჩვენ გადმოგვცეს, ჩვენ ამისათვისაც მზად ვართ’’, – განაცხადა ,,ჰამასის” ლიდერმა ისმაილ ჰანიეჰმა.

ორშაბათიდან დღემდე დაპირისპირებებს 35-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

ღაზის სექტორის ოფიციალური წარმომადგენლების ინფორმაციით, სულ მცირე 30 პალესტინელი დაიღუპა, მათ შორის 10 ბავშვი და 1 ქალი.

მათი უმეტესობა საჰაერო დარტყმებს შეეწირა.

ისრაელის სამხედრო ძალების ინფორმაციით კი, სულ მცირე 16 სამხედრო პირი იყო გარდაცვლილი.

რაც შეეხება ისრაელს, ორი ქალი დაიღუპა ქალაქ აშკელონში, როდესაც ღაზის სექტორიდან გამოშვებული რაკეტები მათ საცხოვრებელ სახლებს მოხვდა.

ეს ორი ადამიანი იყო პირველი მსხვერპლი ისრაელის მხრიდან მიმდინარე დაპირისპირების დროს.

ისრაელის ხელისუფლება აგზავნის დამატებით სამხედრო დანაყოფებს ღაზის სექტორის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე.

5000 რეზერვისტი ჯარისკაცი უკვე მობილიზებულია.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:51

Sony World Photography Awards 2024

spot_imgspot_img
Send this to a friend