ინგლისის პრემიერლიგა “ქალაქელებმა” მეშვიდედ მოიგეს. პეპ გვარდიოლას გუნდმა სეზონის დასაწყისშივე მოიპობა უპირატესობა და სეზონის ბოლომდე შეინარჩუნა.
36-ე ტურის მატჩში მეორეადგილოსანი “მანჩესტერ იუნაიტედი” “ლესტერ სიტისთან” 1:2 დამარცხდა და “ოლდ ტრაფორდზე” გახდა ცნობილი, რომ “მანჩესტერ სიტი” ინგლისის ჩემპიონია.
“სიტი” მთავარი მატჩის, უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის მოემზადება, რომელსაც “ჩელსის” წინააღმდეგ, 29 მაისს გამართავს.
გიორგი სანაძე