კატეგორიები

„ღვთაებრივი კომედიანტი“

„ღვთაებრივი კომედიანტი“

საქართველო თეატრისა და კინოს მსახიობს კახი კავსაძეს ემშვიდობება. მან 85 წლის ასაკში კორონავირუსი დაამარცხა, თუმცა ხანგრძლივი მკურნალობის კურსს გადიოდა.

მსახიობი სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა. მისთვის თანაბრად მნიშვნელოვანი იყო თეატრისა და კინო როლები.

მან უამრავი დასამახსოვრებელი პერსონაჟი შექმნა.

 
თეატრალური უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობი გახდა და ამ თეატრის სცენაზე ნახევარ საუკუნეზე მეტი გაატარა. მისი ერთ-ერთი გამორჩეული როლი ის იყო, სადაც საკუთარი თავი განასახიერა.

რეჟისორმა ნანა ჯანელიძემ მასზე ბიოგრაფიული ფილმი გადაიღო.

კახი კავსაძემ ამ ფილში მაყურებელს თავისი ცხოვრების შესახებ ჩვეული და გამორჩეული არტისტიზმით უამბო.

რეპორტაჟში გამოყენებულია კადრები ნანა ჯანელიძის ფილმიდან – “ნეტავ იქ თეატრი არის?”

ნანუკა მეშველაშვილი

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები