კატეგორიები

პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს მოუსმენენ

პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს მოუსმენენ

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე „მინისტრის საათის“ ფარგლებში დღეს, 28 აპრილს, პარლამენტში მივა.

ეკატერინე ტიკარაძისთვის პარლამენტს 13 აპრილს უნდა მოესმინა, თუმცა მისი გამოსვლა ერთი კვირით გადაიდო.

ამჯერად ტიკარაძეს პარლამენტში ოპოზიციის ის ნაწილიც დახვდება, რომელიც შარლ მიშელის შეთანხმების შემდეგ საკანონმდებლო ორგანოში შევიდა.

ფორმატის მიხედვით „მინისტრის საათი“ კითხვა-პასუხის რეჟიმსაც ითვალისწინებს.

დაკავშირებული ამბები
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ზეიმისა და პროტესტის ფონზე მეურნეობის ეკოლოგია
სხვა ამბები