მთავარი სპორტი საფეხბურთო გრანდებმა ევროპის სუპერლიგა დააარსეს

საფეხბურთო გრანდებმა ევროპის სუპერლიგა დააარსეს

ევროპის სუპერლიგა ოფიციალურად დაარსდა. ჩემპიონატი ევროპის 12-მა ტოპ-კლუბმა დააარსა. „მილანი“, „ინტერი“, „იუვენტუსი“, „მანჩესტერ სიტი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ლივერპული“, „არსენალი“, „ჩელსი“, „ტოტენჰემი“, „ბარსელონა“ და „რეალ მადრიდი“ ტურნირის მატჩების ჩატარებას კვირის შუა დღეებში გეგმავენ და პარალელურად ქვეყნის შიდა ჩემპიონატებში გამოსვლის სურვილიც აქვთ.

12 გუნდს კიდევ 3 დამფუძნებელი უნდა შეუერთდეს, დანარჩენი 5 კლუბის შერჩევა კი სეზონის დაწყების წინ იგეგმება.

ევროპის სუპერლიგის პრეზიდენტად „რეალ მადრიდის“ ხელმძღვანელი, ფლორენტინო პერესი დანიშნეს, ვიცე-პრეზიდენტის ფუნქციებს კი „იუვენტუსისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ პრეზიდენტები, ანდრეა ანიელი და ჯოელ გლეიზერი შეასრულებენ.

ჩემპიონატის დაარსებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება უეფა, რომლის წარმომადგენლების განცხადებითაც, ევროპის სუპერლიგის გუნდებს უეფას ჩემპიონთა ლიგაზე, ევროპა ლიგაზე, კონფერენს ლიგაზე და ქვეყნის შიდა ჩემპიონატებზე თამაში აეკრძალებათ. უეფას მხარს ფიფა, ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია, ესპანეთისა და იტალიის ფედერაციები უჭერენ მხარს. უეფას გადაწყვეტილებით, ევროპის სუპერლიგის გუნდებში მოთამაშე ფეხბურთელებს ეროვნულ ნაკრებში თამაშიც აეკრძალებათ.

გიორგი სანაძე

უახლესი

სხვა ამბები

ევროპის სუპერლიგაევროპის სუპერლიგა