კატეგორიები

ისრაელში ბინიამინ ნეთანიაჰუს სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

ისრაელში ბინიამინ ნეთანიაჰუს სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

ისრაელში პრემიერ-მინისტრის ბინიამინ ნეთანიაჰუს სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ნეთანიაჰუს ბრალად უფლებამოსილების გადამეტება, თაღლითობა და კორუფცია ედება. პროკურატურის განცხადებით, პრემიერ-მინისტრი ძალაუფლებას ბოროტად იყენებდა და ბიზნესმენებთან და მედიის წარმომადგენლებთან უკანონო გარიგებაში შედიოდა. ნეთანიაჰუს განცხადებით, ბრალდებები უსაფუძვლოა და იგი უდანაშაულოა. ისრაელის ბოლო არჩევნებზე უმრავლესობა ვერცერთმა პარტიამ მოიპოვა, რის შედეგადაც ქვეყანაში მთავრობის ფორმირება დღემდე ვერ მოხერხდა.

დაკავშირებული ამბები
პოლიტიკური ტესტი ნეთანიაჰუსთვის - ისრაელში არჩევნები 27 ოქტომბერს დაინიშნა ნეთანიაჰუს ომის კაბინეტის ყოფილი წევრი არჩევნებში მისი მთავარი მეტოქე იქნება
სხვა ამბები