კატეგორიები

შსს-მ რუსეთიდან ჩამოსული 32 მოქალაქე იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის ფაქტზე დააჯარიმა

შსს-მ რუსეთიდან ჩამოსული 32 მოქალაქე იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის ფაქტზე დააჯარიმა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერის სტუმრებიდან 32 პირი იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის გამო დააჯარიმა. ,,ევრონიუს ჯორჯიას” ინფორმაციით დაჯარიმებულია ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერიც.

„საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის ფაქტზე, ასკ-ის 42(10) – ე მუხლის შესაბამისად, 32 პირი დააჯარიმეს.

ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსული 41 პირიდან 9 პირს, იზოლაციისა და კარანტინის წესები არ დაურღვევია. გვიან ღამითვე დაჯარიმდა სასტუმრო “ვინოტელი”.

შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ“, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

ჟურნალისტი, ვლადიმერ პოზნერი საქართველოში სტუმრებთან ერთად დაბადების დღის აღსანიშნად ჩამოვიდა, რასაც საზოგადოების ნაწილის პროტესტი მოჰყვა, რის გამოც იგი, იძულებული გახდა თბილისი ვადაზე ადრე, ჩარტერული რეისით დაეტოვებინა.

 

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები