კატეგორიები

ახალციხის ერთ-ერთი კლინიკის ექთანი, მეგი ბაქრაძე, გარდაიცვალა

ახალციხის ერთ-ერთი კლინიკის ექთანი, მეგი ბაქრაძე, გარდაიცვალა

ახალციხის ერთ-ერთი კლინიკის ექთანი, 28 წლის მეგი ბაქრაძე, გარდაიცვალა ამის შესახებ ინფორმაცია ევრონიუსს საუნივერსიტეტო კლინიკაში დაუდასტურეს.

18 მარტს ახალგაზრდა ექთანს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებიდან ნახევარ საათში განუვითარდა, წინასწარი შეფასებით, ანაფილაქსიური შოკი. ის ახალციხიდან თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კატასტროფის ბრიგადამ გადაიყვანა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტის შესწავლა დაიწყო რეგულირების სააგენტომ, რათა დადგინდეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ახალგაზრდა ქალის მძიმე გარდაცვალებასა და ვაქცინას შორის.

დაკავშირებული ამბები
მეურნეობის ეკოლოგია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს
სხვა ამბები