საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე “ტენერიფემ” “ვეფ რიგა” 77:64 დაამარცხა და ჯგუფში პირველ ადგილზე გადავიდა. საქართველოს ნაკრებისა და “ტენერიფეს” ცენტრი, გიორგი შერმადინი ორივე გუნდის შემადგენლობაში გამორჩეული იყო და მატჩის საუკეთესო მოთამაშის ტიტულიც დაიმსახურა. გამოცდილმა მოთამაშემ 25 ქულა, 9 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა გაიფორმა. კარგი შეხვედრა ჰქონდა საშუ სალინსაც, რომელმაც “ტენერიფეს” 17 ქულა მოუპოვა. “ვეფ რიგადან” კი აიზია პინეირომ თავი 22 ქულით გამოიჩინა.
ტენერიფე ჩემპიონთა ლიგის მეორე ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობს, სადაც 16 გუნდი 4 ჯგუფშია განაწილებული. შერმადინის გუნდის ანგარიშზე ორი მოგება და ერთი მარცხია. ჯგუფში “ტენერიფესა” და “ვეფ რიგას” გარდა “იგოკეა” და ტად მაკფადენის “ბურგოსი” არიან. ტენერიფელები ჩემპიონთა ლიგაზე მომდევნო შეხვედრას 23 მარტს, შინ “იგოკეასთან” გამართავენ. პლეიოფის საგზურის მოსაპოვებლად ჯგუფში მინიმუმ მეორე ადგილზე გასვლაა საჭირო.
გიორგი სანაძე