მთავარიევროპაგაერთიანებული სამეფოდიდ ბრიტანეთში სკოლები გაიხსნა

დიდ ბრიტანეთში სკოლები გაიხსნა

დიდი ბრიტანეთის მთავრობა იმედოვნებს, რომ 21 ივნისისთვის მოხსნის ყველა შეზღუდვას. გეგმის პირველი ნაწილი კი ინგლისის მასშტაბით სკოლების გახსნაა, რომლებიც იანვრიდან დღემდე დაკეტილია, თუმცა 8 მარტს ხუთიდან თერთმეტი წლის ბავშვებმა სკოლაში სიარული დაიწყეს. მასწავლებლებსა და მოსწავლეებს კვირაში 2-ჯერ კოვიდტესტის გაკეთება მოუწევთ.
ტვიფორდის სკოლის მასწავლებელი ალის ჰადსონის თქმით ისინი სკოლის გახსნას მომზადებული ხვდებიან.

„ჩვენ გვაქვს დამატებითი ზომებიც, რომ რისკი შევამციროთ. პირპადები ყველას უკეთია და სკოლის ტერიტორიაზე მოძრაობა შეზღუდულია. რა თქმა უნდა, გვექნება ტესტირებაც. ამავდროულად, ჩვენ ვირუსის გავრცელების სტატისტიკასაც ვაკვირდებით და ვნახავთ, როგორ იმოქმედებს სტატისტიკაზე სკოლების გახსნა“,-განაცხადა ჰადსონმა ევრონიუსთან საუბარში.



დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის განცხადებით, მათ ვირუსთან ბრძოლაში დიდი ძალისხმევა გამოიჩინეს, ამის შედეგი სკოლების გახსნაა. ის მიიჩნევს, რომ ბავშვების სკოლაში დაბრუნება ნორმალური ცხოვრების დაბრუნებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია. ვაქცინაციის დაწყებიდან დიდ ბრიტანეთში 22 მილიონი დოზა ვაქცინა გაკეთდა. 12 აპრილისთვის მთავრობა რესტორნების, ბარებისა არაპირველადი მოხმარების მაღაზიების გახსნას გეგმავს.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:51

Sony World Photography Awards 2024

spot_imgspot_img
Send this to a friend