რომის პაპი ფრანცისკე ისტორიაში პირველი პაპია, რომელიც ერაყში ჩავიდა. პაპ ფრანცისკეს ერაყის აეროპორტში ქვეყნის პრემიერ მინისტრი მუსტაფა ალ კადიმი დახვდა. ვიზიტის მიზანი ერაყში მცხოვრები ქრისტიანი უმცირესობების მიმართ მხარდაჭერის გამოხატვაა. 2003 წლიდან დღემდე ერაყში ქრისტიანი მოსახლეობის წილი 83%-ით შემცირდა.
„ბოლო ათწლეულების მანძილზე ერაყმა თავზე იწვნია ომისა და ტერორიზმის გამანადგურებელი შედეგები. კონფლიქტები ხშირ შემთხვევაში გამოწვეული იყო ფუნდამენტალიზმით, რომელიც უპირისპირდება ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების მშვიდობიან თანაცხოვრებას. განსხვავებული იდეებისა და კულტურის მიუღებლობამ გამოიწვია სიკვდილი და განადგურება. არ შემიძლია არ მივუსამძიმრო იეზიდებს – უდანაშაულო ხალხს, რომელიც საკუთარი იდენტობის გამო სასტიკი ძალადობის მსხვერპლი გახდა. ჩვენ უნდა მივხვდეთ რომ საერთო ოჯახის წევრები ვართ. ერაყი ისტორიულად ყოველთვის მდიდარი იყო თავისი კულტურული და ეთნიკური მრავალფეროვნებით. მან უნდა აჩვენოს ახლო აღმოსავლეთის რეგიონს, რომ სხვადასხვა კულტურების მშვიდობიანი თანაცხოვრება შესაძლებელია”, – თქვა რომის პაპმა ფრანცისკემ.