მთავარისაქართველოWizzair: "ნაადრევი იქნება ფრენების აღდგენის კონკრეტული თარიღის დასახელება"

Wizzair: “ნაადრევი იქნება ფრენების აღდგენის კონკრეტული თარიღის დასახელება”

საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ, დღეს განაცხადა, რომ უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია “WizzAir” -ი მარტის ბოლოდან ქუთაისში ფრენებს 20 მიმართულებით აღადგენს და კვირაში 45 რეისს შეასრულებს. მინისტრის ამ განცხადებას ავიაკომპანიის მხრიდან პასუხი დღესვე მოჰყვა. Euronews Georgia-ს კომპანიის კომუნიკაციების ხელმძღვანელმა უთხრა, რომ მინისტრის მიერ დასახელებული სავარაუდო თარიღი სინამდვილეს ამ ეტაპზე არ შეესაბამება.

„კომპანია „ვიზეარი“ საქართველოში ფრენებს მაშინ განაახლებს როცა რეგულაციები და შეზღუდვები ამის საშუალებას მოგვცემს. ამ ეტაპზე ნაადრევი იქნება კომენტარის გაკეთება იმასთან დაკავშირებით თუ როდის განვაახლებთ რეგულარულ ფრენებს, შესაბამისად ზუსტი თარიღის დასახელება არ შემიძლია. მას შემდეგ რაც ავიაბილეთები ს გაყიდვას დავიწყებთ, ვფიქრობთ, რომ კვლავ დაბალ ფასს შევინარჩუნებთ, რადგან ჩვენ კვლავ გვჭირდება მგზავრთა ნაკადის მოზიდვა. გვსურს, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღვადგინოთ ოპერირება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან.“ – ამბობს ანდრას რადო, კომპანია Wizz air -ის კომუნიკაციების ხელმძღვანელი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend