კატეგორიები

სექსმუშაკები ხელისუფლებისგან პროფესიული საქმიანობის განახლების უფლებას ითხოვენ

სექსმუშაკები ხელისუფლებისგან პროფესიული საქმიანობის განახლების უფლებას ითხოვენ

ნიდერლანდებში სექსმუშაკებმა საპროტესტო აქცია გამართეს და ხელისუფლებისგან პროფესიული საქმიანობის განახლების უფლება მოითხოვეს. მიუხედავად იმისა, რომ ნიდერლანდებში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება, გასულ კვირას ქვეყნის ხელისუფლებამ შეზღუდვები შეამსუბუქა. დღეიდან მუშაობას სილამაზის სალონები და მასაჟის ცენტრები განაახლებენ.

საპროტესტო აქციები ნიდერლანდებსა  და ევროკავშირის სხვა ქვეყნებში საკარანტინე ზომების მიმართ უკმაყოფილებითაა გამოწვეული. ამ ფონზე ევროპის ქვეყნების  მთავრობები კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის შემცირებას, დაწესებული შეზღუდვებითა და ვაქცინაციით ცდილობენ.

დაკავშირებული ამბები
ნიდერლანდებს სამხედრო კონტინგენტის 120 000-მდე გაზრდა სურს დედოფალი მაქსიმა ნიდერლანდების შეიარაღებული ძალების რეზერვს შეუერთდა.
სხვა ამბები