აშშ-ის კოლეჯთა ჩემპიონატში (NCAA) “სეტონ ჰოლმა” ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა. ამჯერად გუნდმა “მარკეტი” 57:52 დაამარცხა და ჩემპიონშიპში საგზურის მოსაპოვებლად თამაშს განაგრძობს.
“სეტონ ჰოლის” ქართველმა ლიდერმა, სანდრო მამუკელაშვილმა ორმაგი დუბლი გაიფორმა. 21 წლის მძიმე ფორვარდმა 11 ქულას, 10 მოხსნასა და 3 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი.
სანდრო მამუკელაშვილი ნეისმიტისა და კარლ მელოუნის ჯილდოების ნომინანტთა შორისაა. ნეისმიტის ჯილდოს კოლეჯთა წლის საუკეთესო მოთამაშე იმსახურებს, კარლ მელოუნის ჯილდო კი საუკეთესო მძიმე ფორვარდის ხვედრია.
აშშ-ის საკოლეჯო თამაშების გამო მამუკელაშვილი საქართველოს ნაკრებს სერბეთისა და ფინეთის წინააღმდეგ მატჩებში ვერ დაეხმარება.
გიორგი სანაძე