კატეგორიები

სომხეთში პრემიერ-მინისტრის გადადგომას ითხოვენ

სომხეთში პრემიერ-მინისტრის გადადგომას ითხოვენ

სომხეთში ანტისამთავრობო აქცია მიმდინარეობს. სომხური მედიის ცნობით, სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს აკავებენ.

საპროტესტო აქციის მონაწილეები სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ.

როგორც ოპოზიცია ამტკიცებს, დღეს სომხეთის ეროვნულ კრებაში დაგეგმილ სხდომაზე „ანტისახელმწიფოებრივი“ და „ანტიეროვნული“ კანონების მიღებას აპირებენ. ფაშინიანის ოპონენტები მმართველი ფრაქციის მიერ ინიცირებულ სასამართლო რეფორმას ეწინააღმდეგებიან. რეფორმა მოსამართლეთა ახალი ინსტიტუტის შექმნას ითვალისწინებს, რომელიც აღმკვეთ ღონისძიებებს განსაზღვრავს.

დაკავშირებული ამბები
ახლო აღმოსავლეთში მყიფე მშვიდობის ფონზე ნავთობის ფასი იკლებს არჩევნების საბოლოო შედეგებმა ისრაელის პოლიტიკური ჩიხი კიდევ უფრო მეტად გამოკვეთა
სხვა ამბები