კატეგორიები

ნიუ-იორკსა და ნიუ ჯერსის შტატში დიდთოვლობის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ნიუ-იორკსა და ნიუ ჯერსის შტატში დიდთოვლობის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

აშშ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონებში დიდთოვლობაა. სანაპირო ზონაში თოვლს ძლიერი ქარი ახლავს თან, რამაც ქალაქ ნიუ იორკსა და სხვა ურბანულ ცენტრებში მცხოვრებ მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა.

დიდთოვლობამ სატრანსპორტო მოძრაობის პარალიზებაც გამოიწვია. დროებით შეჩერდა ვაქცინაციის პროგრამა. ხელისუფლებამ ხანდაზმულ მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.

ნიუ-იორკის მერმა, ბილ დი ბლაზიომ და ნიუ ჯერსის შტატის გუბერნატორმა, ფილ მერფიმ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს.

დაკავშირებული ამბები
აშშ-ში დაწყებით სკოლაზე შეიარაღებულ თავდასხმას სამი ბავშვი და ერთი მასწავლებელი ემსხვერპლა აშშ-მა რუსულ „ლუკოილს“ სანქციები 2027 წლის აპრილამდე შეუმსუბუქა
სხვა ამბები