მთავარიCOVID-19გერმანია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის ემზადება

გერმანია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის ემზადება

ავტორი: მარიამ ქობულია

ევროპის ქვეყნები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას 27 დეკემბერს დაიწყებენ. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა  ახალი ამბავი მასობრივი ვაქცინაციის შესახებ საზოგადოებას ტვიტერით ამცნო.

გერმანია  „ფაიზერისა“ და “ბიონტეკის“  ერთობლივი ვაქცინის დამტკიცებას ევროპის წამლის სააგენტოსგან (EMA) ელოდება. ამის შესახებ  გერმანიის  კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომელმაც დისტანციურად გამართულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა და გერმანული კომპანიის „ბიონტეკის“ დამფუძნებლებს წარმატება მიულოცა.

იმ შემთხვევაში, თუ „ფაიზერისა“ და „ბიონტეკის“ მიერ  ერთობლივად წარმოებული ვაქცინა ავტორიზაციას გაივლის, გერმანია  მასობრივ ვაქცინაციას  27 დეკემბერს დაიწყებს. ქვეყანაში უკვე მზადაა ვაქცინაციის 440 ცენტრი და მობილიზებულია 10 000-მდე სამედიცინო პერსონალი.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend