მთავარისპორტისაქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ზედიზედ მეოთხედ გაიმარჯვა

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ზედიზედ მეოთხედ გაიმარჯვა

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო. ბოლო მატჩში ილიას ზუროსის გაწვრთნილმა გუნდმა შვეიცარიის ნაკრები 91:89 დაამარცხა.

გუნდს ამერიკელმა ლეგიონერმა, თად მაკფადენმა ულიდერა, რომლის ანგარიშზეც 24 ქულა და 6 შედეგიანი გადაცემაა. გამორჩეული იყო საქართველოს ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელია, რომელმაც თავი 17 ქულით, 6 მოხსნითა და 5 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

პირველ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა მასპინძელი ფინეთი დაამარცხა.

საქართველოს ნაკრებს სხვადასხვა მიზეზების გამო, რამდენიმე მოთამაშე გამოაკლდა (გოგა ბითაძე, ბექა ბურჯანაძე, დუდა სანაძე, გიორგი ცინცაძე, რატი ანდრონიკაშვილი, მიხეილ ბერიშვილი). სამაგიეროდ დებიუტი ჰქონდათ 29 წლის გივი ბაქრაძესა და ახალგაზრდა ალექსანდრე ფევაძეს, რომლებმაც კარგი შეხვედრები ჩაატარეს და მწვრთნელის შექებაც დაიმსახურეს.

საქართველოს, როგორც “ევრობასკეტ 2022”-ის მასპინძელ ქვეყანას ევროპის ჩემპიონატზე თამაში განაღდებული აქვს. ამიტომაც შესარჩევი ეტაპის მატჩები ქართველებისთვის გადამწყვეტი არ არის და მათ მოსამზადებელი პერიოდის სახე აქვთ. ამის მიუხედავად, გუნდი ჯგუფში დაუმარცხებელია და 4 მოგებით პირველ ადგილზე დგას.

მომდევნო მატჩებს საქართველო ფინეთისა და სერბეთის ნაკრებების წინააღმდეგ გამართავს. ჯერჯერობით უცნობია, სად გაიმართება ეს მატჩები. თუმცა მასპინძლობის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად საქართველო ითვლება.

უახლესი

სხვა ამბები

00:01:44

უცნობი ვალსი

spot_imgspot_img
Send this to a friend