მთავარიევროპასლოვაკეთისლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავასთან ორი მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა

სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავასთან ორი მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა

10 ოქტომბერს გამთენიისას სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავასთან ორი მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა.

რეგიონული ჩქაროსნული მატარებელი  ბრატისლავიდან პეზინოკის სადგურიდან გავიდა. ცოტა ხანში ის  კოშიცედან ბრატისლავამდე მიმავალ ჩქაროსნულ მატარებელს შეეჯახა, რომელიც იმავე მიმართულებით მოძრაობდა.

სლოვაკეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მატუშ შუტაიმ და სხვა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ დაახლოებით 800 მგზავრიდან 79 საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მათ  უმეტესობას მსუბუქი დაზიანება აღენიშნებოდა და უკვე გაწერეს სახლებში. ცამეტი დაშავებული ჯერ კიდევ საავადმყოფოში რჩება.

პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს თქმით,  სავარაუდოდ,  შეჯახების  მიზეზი დაუდევრობა იყო.  მომხდართან დაკავშირებით მიმდინაროებს გამოძიება.

ორშაბათს პეზინოკსა და ბრატისლავას შორის მონაკვეთზე სარკინიგზო მოძრაობა ორივე მიმართულებით შეჩერებული იყო.

ეს ერთი თვის განმვალობაში უკვე მეორე ინციდენტია.  13 ოქტომბერს აღმოსავლეთ სლოვაკეთში ორი ჩქაროსნული მატარებელი ერთმანეთს  შეეჯახა, რის შედეგადაც ათობით მგზავრი დაშავდა, ორის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend