კატეგორიები

დაკავებულია ისრაელის სამხედრო პროკურორი იიფათ ტომერ-იერუშალმი

დაკავებულია ისრაელის სამხედრო პროკურორი იიფათ ტომერ-იერუშალმი
ისრაელში გრძელდება პოლიტიკური სკანდალი, რომელიც ქვეყნის არმიის სამხედრო პროკურორს, გენერალ-მაიორ იიფათ ტომერ-იერუშალმის უკავშირდება.

ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელმაც აღიარა, რომ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც, სავარაუდოდ, ისრაელელი ჯარისკაცების მიერ პალესტინელი ტყვის გაუპატიურება იყო ასახული, დაპატიმრებულია.

დაკავებამდე იიფათ ტომერ-იერუშალმი თანამდებობიდან თავად გადადგა, მოგვიანებით კი, გაუჩინარდა. ყოფილი პროკურორის ძებნა პოლიციამ მას შემდეგ დაიწყო, რაც ოჯახმა მისი უსაფრთხოების გამო განგაში ატეხა.

სამართალდამცველებმა იიფათ ტომერ-იერუშალმის მანქანა თელ-ავივის სანაპიროსთან იპოვეს. როგორც ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი, იტამარ ბენ-გვირი ამბობს, ყოფილი სამხედრო პროკურორი კვირა ღამით დააკავეს.

სასამართლოს დოკუმენტში წერია, რომ იგი თაღლითობის, ნდობის დარღვევისა და მართლმასჯულებისთვის ხელის შეშლის ბრალდებებითაა დაკავებული.

დაკავშირებული ამბები
ისრაელი „ჰეზბოლას“ ერთ-ერთი ლიდერის ლიკვიდირებას ადასტურებს ირანმა და ლიბანმა ისრაელის ცენტრალურ, სამხრეთ და ჩრდილოეთ ნაწილებზე იერიში მიიტანა
სხვა ამბები