მთავარიევრონიუს ჯორჯიას სტუმარიკოგნიტური ომი - რუსული მოქმედება აზროვნების შესაცვლელად

კოგნიტური ომი – რუსული მოქმედება აზროვნების შესაცვლელად

რუსული ჰიბრიდული ომის უმთავრესი ნაწილია კოგნიტური ზემოქმედება სამიზნე ქვეყნებზე.

ამ ტიპის ბრძოლის წარმოება მოიცავს ისეთი მეთოდების კომპლექსურ გამოყენებას, როგორებიცაა, დეზინფორმაცია, ნდობის დაკარგვა გარკვეული ჯგუფებისა თუ ღირებულებების მიმართ, ყალბი ახალი ამბების გავრცელება, საზოგადოების დაპირისპირება, დისკრედიტაცია ძველი ღირებულებების, ასევე საზოგადოებრივი გარკვეული ჯგუფების და შექმნა ბუნდოვანებისა და გაურკვევლობის. მიზანი ცობიერების ფორმირებაა.

სამიზნე ობიექტი კი, როგორც ინდივიდი, ასევე მთლიანად საზოგადოებაა. ახალი ტექნოლოგიების და კომპლექსური ქმედებების შედეგად იცვლება ქცევა.

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის მიერ მომზადებულ ანგარიშში რუსული კოგნიტიური ომის შემდეგი მახასიათებლებია დასახელებული. ომის წარმოების მეთოდების თავისებურების მრავალფეროვნება.  კოგნიტიური ომის საჭიროება – კრემლი როდესაც მიზანს სამხედრო ძალით ვერ აღწევს ამის მიღწევას ასიმეტრიული მოქმედებით ცდილობს. მკვეთრი მიზანი, რომ  მოწინააღმდეგეების გადაწყვეტილების მიღების პროცესზე ზემოქმედება უმთავრესია.

მედიის გამოყენება კოგნიტიურ ომში. ამავდროულად კრემლი ძალიანაა დამოკიდებული კოგნიტიურ მოქმედებებზე და ეს მისი ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია. რუსული კოგნიტიური მოქმედებები გაშლილია დროში და არ იზღუდება გეოგრაფიული საღვრებით. ამავდროულად მეთოდები დიდად არ განსხვავდება და რუსული ამ ტიპის ქმედებების პროგნოზირება მარტივია.

დასავლური კვლევითი ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ რუსეთი მუდმივად იბრძვის საინფორმაციო სივრცეში უპირატესობის მოსაპოვებლად. ეს ეხება უკრაინის საკითხსაც, როდესაც კრემლი მუდმივად ცდილობს განამტკიცოს ისეთი მოსაზრებები როგორიცაა, რომ თითქოს უკრაინა ომს აგებს, რომ მთავარი დამნაშავე არის უკრაინის პრეზიდენტი, რომ რუსეთს ომის ლეგიტიმური საფუძველი აქვს და ასე შემდეგ,  ასევე მუდმივად ხდება ახალი მტრის ხატის შექმნა და რუსეთის როგორც აგრესორი ქვეყნის დამალვა, იმ მიზნით რომ კრემლმა საკუთარ მიზანს ტყვიის გასროლის გარეშე მიაღწიოს.

რუსეთის კოგნიტიური ბრძოლის მეთოდებზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში უსაფრთხოების ექსპერტმა ანდრო გოცირიძემ ისაუბრა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend