კატეგორიები

პარიზში ლუვრის მუზეუმი გაქურდეს

პარიზში ლუვრის მუზეუმი გაქურდეს

ფრანგი სამართალდამცველები ისევ ეძებენ 4 მძარცველს, რომლებმაც ლუვრის მუზეუმის გალერეა Apollo გაქურდეს. ოფიციალური ცნობით, მოპარულია 9 ექსპონატი – საფრანგეთის სამეფო ოჯახის უნიკალური სამკაულები.

ქვეყნის კულტურის მინისტრის ინფორმაციით, მე-19 საუკუნის სადედოფლო გვირგვინი, ლუვრის მახლობლად, დაზიანებული იპოვეს. კვლავ დაკარგულად ითვლება დედოფალ მარია-ლუიზას ყელსაბამი და საყურე, მეფე ლუი-ფილიპ პირველის მეუღლის, დედოფალ მარია-ამელის ყელსაბამი, საყურეები და დიადემა, ასევე დედოფალ ევგენიას სამკაულები.

ლუვრის მუზეუმის ეზოში პოლიციის მანქანა პატრულირებს, პარიზი, საფრანგეთი, 19 ოქტომბერი, 2025 წელი Copyright AP Photo/Thibault Camus

გამოძიების ცნობით, მძარცველები შენობაში სამშენებლო არეალიდან შევიდნენ. მათ სატვირთო ლიფტით ისარგებლეს და მუზეუმის ფანჯრები ჩაამსხვრიეს. ლუვრი ამ დრომდე დახურულია.

პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მუზეუმის გაძარცვას საფრანგეთის მემკვიდრეობაზე თავდასხმა უწოდა და პირობა დადო, რომ შესაბამისი ორგანოები ექსპონატებს დააბრუნებენ.

დაკავშირებული ამბები
საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, მსოფლიო 2008 წლის შემდეგ ყველაზე დიდი ეკონომიკური გამოწვევების წინაშეა საპრეზიდენტო არჩევნებამდე 1 წლით ადრე, ფრანგულ მედიაზე კრემლის გავლენები იზრდება
სხვა ამბები