უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთი შიშობს, რომ შეერთებული შტატები უკრაინას „ტომაჰავკებს“ მიაწვდის.
ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ პუტინი სარგებლობს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ამბებით და იმით, რომ ახლა გლობალური დიპლომატიის ყურადღება სწორედ ახლო აღმოსავლეთზეა მიპყრობილი. მისივე განმარტებით, პუტინი სხვადასხვა წერტილში შეტევებსა და თავდასხმებს ამწვავებს.
„ბოლო დღეების განმავლობაში უკვე მეორედ ვესაუბრე პრეზიდენტ ტრამპს. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ შეერთებულ შტატებთან, რათა გავაძლიეროთ ჩვენი თავი, საჰაერო თავდაცვა და ყველა თავდაცვითი შესაძლებლობა. პირველ რიგში, „პეტრიოტები“, ასევე ჩვენი აქტიური, მიმდინარე სამხედრო ოპერაციები და შორ მანძილზე მოქმედების შესაძლებლობები. რუსეთი შიშობს, რომ შეერთებული შტატები ტომაჰავკებს მოგვაწვდის. ეს არის სიგნალი იმისა, რომ ამ ტიპის ზეწოლა შეიძლება ეფექტური იყოს მშვიდობის მისაღწევად“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ პუტინი ვიტარებას ამწვავებს ზაპორიჟიის ატომურ ელექტროსადგურზე. მისივე განმარტებით, კრმელი უფრო სასტიკი გახდა უკრაინის სამოქალაქო ინფრსტრუქტურაზე შეტევის კუთხითაც.


