10 ოქტომბერს ფილიპინების სამხრეთ პროვინციის სანაპიროდან 62 კილომეტრში, ზღვაში, 7.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
ჰონოლულუში მდებარე წყნარი ოკეანის ცუნამის გამაფრთხილებელი ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრიდან 300 კილომეტრის რადიუსში საშიში ტალღების წარმოშობის საფრთხე არსებობს.
ცენტრის განცხადებით, ფილიპინების ზოგიერთ სანაპიროზე სავარაუდოდ, ნორმაზე მეტი – 3 მეტრის სიმაღლის ტალღები იქნება, ინდონეზიასა და პალაუში კი უფრო მცირე ტალღებია მოსალოდნელი.
#EarthquakePH #EarthquakeDavaoOriental#iFelt_DavaoOrientalEarthquake
Earthquake Information No.2
Date and Time: 10 October 2025 – 09:43 AM
Magnitude = 7.5
Depth = 020 km
Location = 07.25°N, 126.93°E – 044 km N 85° E of Manay (Davao Oriental)https://t.co/n0ewKnLfoz pic.twitter.com/6dOF5fWgVV— PHIVOLCS-DOST (@phivolcs_dost) October 10, 2025
ოფიციალურმა პირებმა ცუნამის საფრთხის გამო ახლომდებარე სანაპირო პროვინციებიდან ევაკუაციის ბრძანება გასცეს.
ფილიპინებში ჯერ კიდევ მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები 30 სექტემბერს მომხდარი 6.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შემდეგ, რომელმაც 74 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ათასობით ადამიანი კი იძულებით გადაადგილებულ პირად აქცია.
