კატეგორიები

ჰააგის სასამართლომ დაამტკიცა ფილიპინების ექსპრეზიდენტის ბრალეულობა კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებში

ჰააგის სასამართლომ დაამტკიცა ფილიპინების ექსპრეზიდენტის ბრალეულობა კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებში
Copyright AP
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პირველი ინსტანციის მოსამართლეებმა ფილიპინების ყოფილი პრეზიდენტის, როდრიგო დუტერტეს წინააღმდეგ კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულების საქმეზე წარდგენილი ბრალდებების დადასტურება შეძლეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოფილი მაღალჩინოსნის საქმე შემდგომ ეტაპზე გადავიდა და ის ტრიბუნალზე წარსდგება.

საუბარია მისი მმართველობისას ნარკოდანაშაულთან ბრძოლის საფარქვეშ ჩადენილ ქმედებებზე, რასაც მასობრივი მსხვერპლი მოჰყვა მშვიდობიან მოქალაქეებს შორის და რასაც, როგორც გამოძიებით დგინდება, დუტერტე ხელმძღვანელობდა, თუმცა ის თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

„სასამართლოს პირველი პალატის წარმომადგენლები მივიდნენ დასკვნამდე, რომ არსებობს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ბატონი დუტერტე პასუხისმგებელია კაცობრიობის წინაშე ჩადენილი ისეთი დანაშაულებისთვის, როგორებიცაა მკვლელობა და მკვლელობის მცდელობა.

წინასწარი მონაცემებით, ეს დანაშაულები ჩადენილია ფილიპინების რესპუბლიკის ტერიტორიაზე, სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი და სისტემური თავდასხმებისას, 2011 წლის 1-ელი ნოემბრიდან 2019 წლის 16 მარტის ჩათვლით არსებულ პერიოდში, რა დროსაც ხელისუფლება ატარებდა ნარკოტიკებთან ბრძოლის კამპანიას.

მოსამართლეებმა დასკვნა გამოიტანეს 2026 წლის თებერვლის სასამართლო განხილვებისას, პროკურორებისა და დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და არგუმენტების საფუძველზე. მათ ასევე განიხილეს დაზარალებულთა ჩვენებები. დაცვისა და ბრალდების მხარეებს არ აქვთ ავტომატური უფლება გაასაჩივრონ ეს გადაწყვეტილება, თუმცა შეუძლიათ პალატისგან შესაბამისი დოკუმენტი გამოითხოვონ“, — განაცხადა ICC-ის წარმომადგენელმა, ორიან მაილეტიმ.

როდრიგო დუტერტეს პრეზიდენტობისას დაღუპულთა შესახებ მონაცემები განსხვავებულია. ფილიპინების შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ეს რიცხვი 6 000-ს აღემატება, ადგილობრივი და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების ცნობით კი აღნიშნული მაჩვენებელი 30 000-ს უტოლდება.

აზიური სახელმწიფოს ექსპრეზიდენტი ამ თანამდებობას 2016 წლის ივნისის ბოლოდან ზუსტად 6 წლის განმავლობაში იკავებდა, მანამდე კი აქტიურად ხელმძღვანელობდა სხვადასხვა პოლიტიკურ პროცესს.

საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე ოთხი წლით ადრე ჰააგის პროკურორებმა განაცხადეს, რომ დაიწყებდნენ წინასწარ გამოძიებას ნარკოდანაშაულთან ბრძოლის საწინააღმდეგო კამპანიის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებების შესახებ.

მოგვიანებით აღიძრა საქმე, 2025 წლის მარტში კი როდრიგო დუტერტე დააკავეს.

ფილიპინების ექსპრეზიდენტმა უარი თქვა უფლებაზე დასწრებოდა სასამართლო პროცესებს. 22 აპრილს კი მისმა უფლებადამცველებმა მოითხოვეს საქმის წარმოების შეჩერება იმ არგუმენტით, რომ ჰააგა არ ფლობს იურისდიქციას აზიურ ქვეყანაზე, რადგან ის აღარ არის „რომის სტატუტის“ ხელმომწერი, რაზეც პასუხად უარი მიიღეს.

მიმდინარე წლის თებერვალში ფილიპინების პრეზიდენტობის სურვილი გამოთქვა როდრიგო დუტერტეს ქალიშვილმა, სარამ, რომელიც ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგა, რათა სამომავლოდ სახელმწიფოს მმართველის პოსტი დაიკავოს, თუმცა მის წინააღმდეგ ქვეყნის შიგნით არაერთი სისხლის სამართლის საქმეა წარმოებაში.

მასშტაბური კორუფციის საქმეზე ბრალის დამტკიცება, შესაძლოა, სარა დუტერტეს პოლიტიკური ამბიციებისთვის ხელშემშლელი აღმოჩნდეს.

დაკავშირებული ამბები
ჰააგის სასამართლომ დაამტკიცა ფილიპინების ექსპრეზიდენტის ბრალეულობა კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებში ფილიპინებზე 7.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა