კატეგორიები

რობოტები და ქარი: როგორ ამწვანებს ჩინეთი თავის ქალაქებს

რობოტები და ქარი: როგორ ამწვანებს  ჩინეთი თავის ქალაქებს
ჩინეთი ცდილობს შეამციროს შენობების მიერ გამოყოფილი ნახშირბადის მოცულობა, რომელიც ქალაქების გარემოს აბინძურებს და 2060 წლისთვის ეს მაჩვენებელი მთლიანად ნულზე დაიყვანოს. სწორედ ამას ემსახურება შენჭენის ლაბორატორიაში დაპროქტებული შენობები, რომელთა დაშლა და ხელახლა გამოყენებაც შეიძლება და გუანჯოუს ცათამბჯენი, რომლის გაგრილების სისტემაც ქარის ნაკადს ეყრდნობა.

 ქალაქებს დედამიწის ხმელეთის მხოლოდ 3 პროცენტი უკავია, თუმცა  ნახშირბადის გამონაბოლქვის 75 პროცენტი სწორედ ქალაქებზე მოდის, რაც ძირითადად მშენებლობის სტანდარტებისა და შენობათა ექსპლოატაციის წესით არის გამოწვეული.  ცინხუა-შენჭენის საერთაშორისო სამაგისტრო სკოლის ადამიანის მომავალი საცხოვრებელი გარემოს კვლევითი ინსტიტუტის დამფუძნებელი დეკანი, პროფესორი  პიტერ რასელი ფიქრობს, რომ თუკი შენობების ისე დაპროექტდება, რომ მომავალში მათი დემონტაჟი და კომპონენეტების ხელახალი გამოყენება იქნებ შესაძლებელი, „ ასეთი ეკოლოგიური სამშენებლო ტექნოლოგია მინიმუმამდე ამცირებს არა მხოლოდ თავად შენობის ექსპლოატაციის შედეგად გამოყოფილ გამონაბოლქვს, არამედ სამშენებლო მასალების, მშენებლობის, მოვლა-პატრონობისა და დანგრევის პროცესში გამოყოფილ მავნე აირებსაც.“

ცინხუა-შენჭენის საერთაშორისო სამაგისტრო სკოლის  ენერგეტიკული ინციატივების ფონდის დირექტორი და თანადამფუძნებელი ლუიზა ჰალოუეი, რომელიც მდგრადი საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობის საერთაშორისო კონკურსის „Solar Decathlon Europe“-ის ორგანიზატორიც არის, ამობს, რომ „მომავალი პროფესიონალები, რომლებიც ამ სექტორებში უნდა დასაქმდნენ, უკვე იწყებენ ფიქრს, თუ როგორ ჩამოაყალიბონ დაპროექტებისა და მშენებლობის უფრო კომპლექსური კონცეფცია.“

გუანჯოში დგას ცათამბჯენი, რომლის ენერგომოხმარებაც თითქმის ნულის ტოლია და რომელიც ქარის გაგრილების ეფექტს იყენებს.

„თუ კონდიცირებას გამოვრთავთ და ყველა სავენტილაციო ღიობს გავხსნით, მდინარიდან მომავალი ნიავიც კი საკმარისი იქნება მთელი შენობის გასანიავებლად. ეს ქმნის ჰაერის ნამდვილად ბუნებრივ ნაკადს,“ - განმარტავს ბაი ვენჰუი, CCFED-ის სამეცნიერო-ტექნოლოგიური ინოვაციების შენობის მთავარი ინჟინერი

ავტორი: დენის ლოქტიე

დაკავშირებული ამბები
რობოტები და ქარი: როგორ ამწვანებს ჩინეთი თავის ქალაქებს როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი სათვალე ადამიანებს შორის ურთიერთობის წესებს