ევროკავშირმა ავღანეთს დახმარებისა და ჰუმანიტარული მხარდაჭერის სახით 210 მილიონი ევრო გამოუყო. ეს დაფინანსება ევროკავშირის ძალისხმევის ნაწილია, რომელიც ავღანელი ხალხის დახმარებას ისახავს მიზნად.
ევროპის საქმეთა მინისტრმა მარი ბერემ განაცხადა, რომ ავღანეთის მოსახლეობა მიწისძვრის შემდეგ უკიდურესად დაზარალდა და დახმარებას საჭიროებს. მანვე მოუწოდა „თალიბანის“ ხელისუფლებას, გააუქმოს აკრძალვა ქალებზე და დაიცვას მათი უფლებები.
„ავღანელებს სჭირდებათ თავშესაფრები, საკვებითა და ბუნებრივი აირით უზრუნველყოფა, სასმელი წყალი და ჯანდაცვის სერვისები. ქალები, ბავშვები და მოხუცები უნდა დავიცვათ. კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ქალების გადამწყვეტი როლი ავღანეთში მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და ხელშეწყობის საქმეში. კვლავ უნდა ისმოდეს ავღანელი ქალების ხმა. ჩვენ მოვისმინეთ კრიტიკა „თალიბანის“ მიერ მიწისძვრაზე რეაგირების საკითხზე. მათ შორის ქალი ექიმების ნაკლებობისა და პროფესიონალების საჭიროების შესახებ.
ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ „თალიბანს“, ყველა ჰუმანიტარულ თანამშრომელს, მათ შორის ქალებს, მთელ ტერიტორიაზე მიეცეს დახმარების გაწევის შესაძლებლობა. ასევე მოვითხოვთ, „თალიბანმა“ დაუყოვნებლივ მისცეს ავღანელ ქალებს გაეროს შენობაში შესვლის უფლება“, – აცხადებს ევროპის საქმეთა მინისტრი მარი ბერე.
ხელისუფლებაში „თალიბანის“ მოსვლის შემდეგ პოლიტიკური ვითარებისა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხების გაუარესების გამო საერთაშორისო დახმარებების დიდი ნაწილი, მათ შორის აშშ-ის მხრიდან, შეჩერდა.