მთავარისპორტი„ფოთი პრო 2025" — ფოთში საერთაშორისო სპორტული ტურნირი დაიწყო

„ფოთი პრო 2025″ — ფოთში საერთაშორისო სპორტული ტურნირი დაიწყო

დღეს, 5 სექტემბერს, ფოთში ოქროს ტბის ისტორიულ ბაზაზე სტარტი აიღო საერთაშორისო ტურნირმა „ფოთი პრო 2025“. ტურნირი ტარდება საერთაშორისო წყალსათხილამურო სპორტის ფედერაციის (IWWF), საქართველოს წყალსათხილამურო სპორტის ეროვნული ფედერაციის ეგიდითა და „ფოთის ტბის კლუბის“ ორგანიზებით.

ტურნირში მონაწილეობას იღებენ საერთაშორისო მასშტაბის წამყვანი სპორტსმენები ევროპის, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის კონტინენტის შვიდი ქვეყნიდან. შეჯიბრება ტარდება ორ ეტაპად: ტრამპლინიდან ხტომასა და სლალომში.

ტურნირში მონაწილეობას იღებს გენო გურალია, რომელიც 2008 წელს დასახელდა ევროპის საუკეთესო წყალმოთხილამურედ. ამ ტურნირის წარმატებით ჩატარება გზას უხსნის საქართველოს საერთაშორისო ფედერაციაში შეიტანოს განაცხადი 2026 წლის ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობაზე.

ფოთში 1991 წელს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი, სადაც ქართველმა სპორტსმენებმა საერთაშორისო წარმატება მოიპოვეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend