კატეგორიები

ავღანეთში 6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ავღანეთში 6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
ავღანეთის აღმოსავლეთ ნაწილში, კუნარის პროვინციის რამდენიმე ქალაქში 6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

Associated Press-ის ინფორმაციით, დაიღუპა 250, ხოლო დაშავდა 500-ზე მეტი ადამიანი.

თალიბანის მთავრობის წარმომადგენლების ცნობით, დაინგრა ათობით სახლი. შენობების ნანგრევებში ამ დრომდე ეძებენ მოქალაქეებს.

ხელისუფლებამ უკვე მოუწოდა ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზაციებს, მთიან რაიონებში სამაშველო სამუშოებში ჩართვისკენ, რადგან მათივე ცნობით, მეწყერისა და წყალდიდობის გამო, სახმელეთო გზით მათი დახმარება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

Related news
პაკისტანმა ავღანეთზე იერიშები მიიტანა ავღანეთში მიწისძვრას 20-მდე ადამიანი ემსხვერპლა და 300-ზე მეტი დაშავდა
სხვა ამბები