ვაშინგტონში დონალდ ტრამპის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და სხვა ევროპელი ლიდერების შეხვედრის შემდეგ არ წყდება მსჯელობა იმის შესახებ, თუ რა უსაფრთხოების გარანტიების მიცემა შეუძლია ევროპას უკრაინისთვის.
სწორედ ამ საკითხზე დისკუსია 20 აგვისტოს გამართა NATO-ს სამხედრო კომიტეტმა, რომელსაც ალიანსის თავდაცვის 32 ხელმძღვანელი ესწრებოდა. განხილვის მთავარი თემა იყო უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემდეგ კიევისთვის უსაფრთხოების იმგვარი გარანტიების შეთავაზება, რომლებიც უკრაინას ახალი რუსული აგრესიისგან დაიცავს.
NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ადმირალმა ჯუზეპე კავო დრაგონემ განაცხადა, რომ “ძალიან გულწრფელი დისკუსია” ჰქონდათ. ვიდეოკონფერენციას ესწრებოდა ევროპაში NATO-ს მოკავშირეთა უმაღლესი მთავარსარდალი, აშშ-ის გენერალი ალექსუს გრინკევიჩიც.
მოვლენებს გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი, რომელმაც გააკრიტიკა უკრაინაში კოლექტიური უსაფრთხოების მექანიზმებზე მოსკოვის გარეშე მუშაობის ნებისმიერი მცდელობა
