კატეგორიები

განაში სამხედრო ვერტმფრენავი ჩამოვარდა

განაში სამხედრო ვერტმფრენავი ჩამოვარდა
განაში სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის გამო, რვა ადამიანი დაიღუპა. მათ შორის იყვნენ თავდაცვისა და გარემოს დაცვის მინისტრები და სხვა მაღალი თანამდებობის პირები.

განას სამხედრო ძალების ინფორმაციით, ვერტმფრენი დედაქალაქ აკრადან აფრენის შემდეგ, რადარებიდან გაქრა. ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება. განას მთავრობამ ამ შემთხვევას „ეროვნული ტრაგედია“ უწოდა.

6 აგვისტოს მომხდარი ტრაგედია განაში ბოლო ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი საჰაერო კატასტროფაა. იყო შემთხვევა, როცა 2014 წლის მაისში, სანაპიროსთან ვერტმფრენი ჩამოვარდა, რასაც სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

2012 წელს კი, აკრაში სატვირთო თვითმფრინავი ასაფრენ ბილიკზე გადავიდა და მგზავრებით სავსე ავტობუსს შეეჯახა, რის შედეგადაც 10 ადამიანი დაიღუპა.

Related news
პაკისტანისა და ავღანეთის ძალებს შორის, საზღვრისპირა რეგიონებში შეტაკებებია „მნიშვნელოვან პროგრესი“ - დასრულდა აშშ-ირანის მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი
სხვა ამბები